ვზივარ ავტობუსში ძმაკაცთან ერთად და საჭირბოროტო საკითხზე ველაპარაკები ნუ განვიხილავთ და უცბად ისმის გარმონის ხმა, ანუ რა ვართ ეს ქართველები :confused:
ვზივარ ავტობუსში ძმაკაცთან ერთად და საჭირბოროტო საკითხზე ველაპარაკები ნუ განვიხილავთ და უცბად ისმის გარმონის ხმა, ანუ რა ვართ ეს ქართველები :confused:
დიდება ჩემ გამოჩენას 2 წლიანი შესვენების შემდეგ, გადავწყვიტე მივყვე ჩემ ბლოგს და გავაგრძელო აქტიურად პოსტაობა ![]()
ახლა კი რა მინდა ვთქვა…:)
ნუ რათქმა უნდა თავდაპირველად Forza Juve!!! ![]()
რა ჭირს დღეს იუვეს?!.
უბრალოდ ჩავარნდა?!
ჩემი აზრით გუნდი ვერ დალაგდა ისე როგორც საჭიროა, არასტაბილური გახდა. გუნდი მას შემდეგ გახდა დასალაგებელი რაც რამდენიმე წლისწინ მოხდა.
ინტერი – გუნდს რომელსაც 1988-89 სეზონზე აღებული სკუდეტოს შემდეგ სკუდეტოსთან არც მიუსუნავს და გუნდს რომელსაც 2008 წლისთვის 100 წლისთავი (ასე ვიტყოდი მე) უსრულდებოდა და შემდგომში შეუსრულდა, მორატის – ინტერის პრეზიდენტის დამსახურებით ჩამოიშორეს იუვენტუსი და მისივე მოგებული ბოლო 2 სკუდეტოც მიისაკუთრა, ასევე 5 წლით სპორტულ საქმიანობას ჩამოაშორეს ლუჩიანო მოჯი. გადააბარგეს იუვენტუსი სერია ბ-ში და ჩამოიშორეს რამდენიმე ათეული ქულის დაკლებით მილანი.
სერია ა-ს ორი წამყვანი გუნდი, იუვენტუსი და მილანი ჩამოიშორეს და ამგვარად აღნიშნა 100 “წლისთავი” ინტერნაციონალემ, სხვაგვარად ყველა დამეთანხმება მინიმალური შანსიც არ ჰქონდა და არც ექნებოდა. ამიტომაც ბნელმა მორატიმ ასეთ ხერხს მიმართა. ![]()
რაც შეეხება “ყომარს”. ყველა ნორმალური დამეთანხმება რომ დღეს ყველა გუნდი ყომარობს. საქართველოს ჩემპიონატშიც მიდის დღეს ყომარი.
მაგრამ, ინტერმა აშკარად გაიჯეჯილა, თუ უყურებთ დღეს ინტერის თამაშებს აშკარად შეამჩნევთ თუ როგორ ეხმარებიან მსაჯები.
უნახავმა რა ნახაო… ![]()
მოკლედ ამ სიცხეებში, სიცხეები გადავიტანე… ჩემი თავი მევე შემეცოდა ბოლოს, ორი კვირისწინ იყო ძმაკაცის დაბ. დღეზე უნდა წავსულიყავი და სიცხე ავიკიდე, ახლა კი ჩემი დაქალის დაბ. დღეზე უნდა წავსულიყავი და კიდე სიცხე ავიკიდე… ვინ დამწყევლა მე ამის ![]()
მაგრამ ახლა, როცა მე ამ პოსტს ვწერ, უკვე კარგად ვარ არც სიცხე მაწუხებს და არაფერი, მაგრამ რად გინდა.. კაი დროსია…
ჰოდა ჩემი მთავარი სათქმელი ის არის რომ თავებს მოუარეთ ამ სიცხეში სიცხე არ აიკიდოთ !
!
დიდი ხანია არ შემოვსულვარ აქ… ლამის გადამავიწყდა ჩემი ბლოგის არსებობა და მისამართი…
მოკლედ რბილად რომ ვთქვა სიკვდილი ბუზი დამაჯდა:
უნარები – 40
ინგლისური – 46
მათემატიკა -30
ქართული – 62
ამ წელს რომ მესწავლა ხომ გრანტს ჩავეხუტებოდი? ”მაგრამ არ გასკდა ოხერი დედათქვენის მუცელი” როგორც იტყოდა შოშია (მხ. ფილმიდან”თეთრი ბაირაღები
)
მოკლედ წარმატებებიც ვერ მიშველის ალბათ….
გილოცავთ ქართველებო შობას!
ღმერთი იყოს მთელი საქართველოს მფარველი!
ახლა ღამის ორი საათია და გამახსენდა რო ხვალ მათემატიკა მეწყება და დავალება არ დამიწერია…
რა ვქნა? ისევ ვერ დავწერე? ასე ვუთხრა?? არა ეგ ბევრჯერ მითქვამს… ჯობია ხვალამდე რამე მოვიფიქრო მაგრამ რა? არ ვიცი……
ასე აღარ შეიძლება აბიტურიენტი კი ვარ მაგრამ მირჩევნია 12 წლიანში მომხვდარიყავი